საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შიო ოჩიაური არხოტიდან - 100 წამი მთის ამბებზე

21:32 - 14 აგვისტო 2019 hits 1414

„ამ კავშირის გაჩენა სასწაულია, დიდი სასწაული. ეს ბევრ რამეს შეცვლის. მოსახლეობა, ახალგაზრდობა დაბრუნდება. ზოგი საცხენოსნო ტურიზმს გაჰყვება, ზოგი საოჯახო სასტუმროს გააკეთებს. აქამდე არ ბრუნდებოდა ხალხი იმიტომ, რომ  კავშირი არ იყო. კავშირის გარეშე კიდევ, აქ გაჩერება ძნელია“, - ამბობს შიო ოჩიაური, პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობის სოფელ ახიელში მუდმივად მცხოვრები.

არხოტი საქართველო-ინგუშეთის საზღვართანაა. 2017 წლამდე არხოტს დანარჩენ საქართველოსთან სამანქანო გზა არ ჰქონდა და მხოლოდ საფეხმავლო ბილიკით უკავშირდებოდა. გზა გაჭრეს, მაგრამ სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის, მოუვლელობის გამო კი გზა მხოლოდ სამი თვეა ღია - ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით. არხოტში სამი სოფელიღაა - ჭიმღა, ამღა და ახიელი. სამივე სოფელში მუდმივად 5 ოჯახი ცხოვრობს. დანარჩენი დასახლებები ნასოფლარებია:

„სამი რამის გამო დაიცალა ეს ხეობა. არ იყო გზა, არ იყო შუქი, არ იყო კავშირი. ზამთარში 7-8 კილომეტრი გვიწევდა გავლა მესაზღვრეებამდე, ავადმყოფი რომ გვყოლოდა, ეს მანძილი უნდა გაგვევლო, რომ იქიდან დავკავშირებოდით. ბევრი ისე გვეღუპებოდა, რომ ვერც იქ ვახერხებდით მისვლას. არც გზა იყო. ხელიდან გვეცლებოდა ხალხი. ახლა რომ მეკითხებით, რას შეცვლისო კავშირი არხოტში, სასწაულია, სასწაულზე სასწაული.

ახლა კავშირი გვაქვს. გზაც არის. ჰესის რემონტია ყველაზე საჭირო და ყველაზე პირველად გასაკეთებელი. სექტემბრის ბოლომდე უნდა მოასწრონ, თორემ სექტემბრის შემდეგ აქ მუშაობა შეუძლებელია. უღელტეხილი ჩაიკეტება, ტექნიკა ვერ შემოვა, როგორ გაარემონტებ ჰესს?

მთავრობას მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ ჰესის რემონტი. შეგვპირდნენ გამგებელი, გუბერნატორი. იყო აქ სოზარ სუბარი, ისიც შეგვპირდა და დაიწყონ, მალე დაიწყონ. თორემ, თუ ახლა მთავრობამ ტენდერები დაიწყო, ამ წელში ზათარში ისევ უშუქოდ მოვრჩებით ჩვენ... შუქის გარეშე.“


Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში