საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

წოვათუშური ენის გადასარჩენად სამოქმედო გეგმა შეიქმნება

17:12 - 18 ნოემბერი 2018 hits 6607

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ორგანიზებითა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 19 ნოემბერს, 13:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც წოვათუშური ენის გადარჩენის მიზნით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

შეხვედრა-დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თუშების სათემო საბჭოს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ენათმეცნიერები, ისტორიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

წოვათუშურ ენაზე ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები წოვათუშები საუბრობენ. თუშების სათემო საბჭოს განცხადებით, თუშური ენა გაქრობის საშიშროების წინაშე დგას. სოფელში ამ ენაზე რამდენიმე ათეული ადამიანიღა საუბრობს, უმეტესად ასაკოვნები.

წოვათუშური ენის გადარჩენა ერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილეს 23-24 ოქტომბერს, მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმზეც. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წოვათუშური ენის გადასარჩენად ღონისძიებების მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში