საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რომელ სოფლებზე გაივლის ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:29 - 09 თებერვალი 2018 hits 22697

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კილომეტრით, მგზავრობის დროს კი 1.5-2 საათით შეამცირებს. ახალი გზა 45 კმ სიგრძის იქნება და საჩხერიდან დაიწყება.

როგორც „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზა გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, უშოლთა, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. საბოლოოდ, ახალი გზა ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული, ონიდან კი 5 კილომეტრით.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე გვირაბის მშენებლობა დაგეგმილი არ არის. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო მონაკვეთზე გადის, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის შენარჩუნებას ზამთარშიც მაქსიმალურად ეცდებიან.

გზის მშენებლობა 5 ნაწილად არის დაგეგმილი. ტენდერი უკვე დასრულდა პირველ მონაკვეთზე და ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაცია დასრულების ეტაპზეა და ტენდერი მომდევნო 5 კილომეტრის მშენებლობაზე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება ყველა მონაკვეთზე 2020 წლისთვის იგეგმება.

ამ დროისთვის თბილისიდან ონამდე საავტომობილო გზა 300 კილომეტრია და მგზავრობას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შედეგად მთავრობა ონის რაიონში მიგრაციას შემცირებას ელის. საქართველოს რეგიონებში შობადობასთან შედარებით სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია. მოსახლეობაც ყველაზე მეტად აქ შემცირდა. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტში სულ 6130 ადამიანი ცხოვრობს. 2002 წლის მონაცემებით, 9277 ცხოვრობდა, შემცირებულია 3147 ადამიანით. მთელ რეგიონში, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, თვეში მხოლოდ 19 ბავშვი იბადება, ანუ ერთ მუნიციპალიტეტში კვირაში მხოლოდ ერთი ბავშვი. ონის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 46 სოფელში 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან - ასეთი მძიმე ვითარებაა ონის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აღმოსავლეთით ოკუპირებული ჯავის, ხოლო ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება.

ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა.

რაჭაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ დროისთვის, სხვა გზების რეაბილიტაციასაც ახორციელებს: საგლოლო-ჭიორა-ღების (კმ1-კმ12) 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (კმ50-კმ70) ალპანა-ჭრებალოს 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ჭრებალო-ნიკორწმინდის (კმ1-კმ14+600) 13.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია (ლოტი I); ჭრებალო- ნიკორწმინდის (კმ14+600-კმ25,8) 11,42 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია (ლოტიII).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში