საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სოფლებში სწრაფი ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი 34 მლნ ევროს გამოგვიყოფს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:44 - 16 დეკემბერი 2021 hits 3274
ფოტოზე - ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი
საზოგადოება
ფოტოზე - ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი

საქართველოს სოფლებში, მათ შორის, რაიონული ცენტრებისგან დაშორებულ დასახლებებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონ ევროს გამოუყოფს. ევროპის საინვესტიციო ბანკის ცნობით, სწრაფი ინტერნეტი დაახლოებით 500 000 ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

„სესხი დააფინანსებს 5000 კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და ქართული ტელეკომ-ოპერატორებისთვის ინტერნეტის ინფრასტრუქტურაზე ღია წვდომას უზრუნველყოფს. ინვესტიცია გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და გაზრდის კრიზისისადმი საქართველოს მედეგობას“, - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის განცხადებაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ჯამში 171 მილიონი ევროს ღირებულების საინვესტიციო პაკეტს მოაწერა ხელი. ეს მოიცავს, როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებს, ისე ევროკავშირის გრანტებს საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.

ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის აღდგენის, მდგრადობის და რეფორმების დღის წესრიგის საფუძველს წარმოადგენს. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმის შესასრულებლად ევროკავშირის ბიუჯეტიდან გრანტების, შერეული დაფინანსების და გარანტიების სახით 2.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა. თანხა სამუშაო ადგილების შექმნას, განვითარებას, კავშირების გამყარებას და მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას მოხმარდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში