საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ გოგი ხაბულიანს სახლი უყიდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:13 - 07 სექტემბერი 2021 hits 19857

ლენტეხის რაიონის სოფელ ფანაგაში უსახლკაროდ დარჩენილ გოგი ხაბულიანს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საცხოვრებელი სახლი უყიდა.

„სააგენტოში არსებულმა კომისიამ გოგი ხაბულიანისთვის სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ეკომიგრანტს  შესაძლებლობა ჰქონდა, სახლი 25000 ლარის ფარგლებში თავადვე შეერჩია, რისთვისაც გარკვეული ვადა მიეცა. გოგი ხაბულიანმა სახლი ლენტეხის მუნიციპალიტეტში შეარჩია. 1-ელ სექტემბერს შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა და გოგი ხაბულიანი უკვე სახლის მესაკუთრეა“, - განუცხადეს „მთის ამბებს“ დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოში.

„მთის ამბებმა“ ქვემო სვანეთში უსახლკაროდ დარჩენილი გოგი ხაბულიანი ერთი თვის წინ გადაიღო, ვიდეო კი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. გოგი ხაბულიანის ერთადერთი სახლი მდინარე ცხენისწყალმა 2005 წელს დაანგრია. 16 წლის განმავლობაში გოგი ხაბულიანმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა ლენტეხის მერიას, მხარის გუბერნატორს, მთავრობას - „4 მინისტრი შეიცვალა. სოზარ სუბარი რომ იყო, მაშინაც მივედი, არავინ მომაქცია ყურადღება“, - გოგი ხაბულიანი აქამდე სხვის სახლს აფარებდა თავს. ცოტა ხნის წინ მეპატრონემ უთხრა, რომ ბინა თავად სჭირდებოდა, რის გამოც გოგი თავშესაფრის გარეშე რჩებოდა.

„მთის ამბების“ მაყურებლების მიერ გოგი ხაბულიანისთვის 1257 ლარი შეგროვდა, რომლითაც მისთვის პირველადი მოხმარების ნივთები იქნება შეძენილი.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა. სააგენტოს მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტთა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და მათთვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათ შორის, საარსებო წყაროების შექმნის გზით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში