საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

აიკრძალა ბანაკის ტიპის შეკრებები - მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:04 - 16 ივლისი 2021 hits 5469

საქართველოს მთავრობამ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც 19 ივლისიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ასევე, ტრენინგზე, კონფერენციაზე, სემინარზე მონაწილეთა დასწრება, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. 

15 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა; 14 ივლისს ქვეყანაში 1398 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაიღუპა 11 ადამიანი; 13 ივლისს კორონავირუსის 1663 ახალი შემთხვევა იყო, გარდაიცვალა 13 ადამიანი. 12 ივლისს კორონავირუსის 1862 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 11 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 15 888 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 10 871 ინფიცირებული მკურნალობის კურსს საცხოვრებელ სახლში გადის გადის; 4001 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. 780 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 177 პირი იმყოფება. 1016 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის შედეგად 5516 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, ადამიანები არ იცავენ პირბადის ტარების წესს, რის გამოც, შესაძლოა გასართობი ღონისძიებების გამართვაზე ისევ შეზღუდვები დაწესდეს: „ინფექცია ვრცელდება და ძალიან აქტიურად თუ არ ჩავერიეთ, ეს გავრცელება კიდევ უფრო მეტი იქნება. მესმის, ახლა ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, იქ გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე ცოტა არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს იქ და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. ჩვენ მოგვიწევს ისევ, რომ ვისაუბროთ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი. ბოლო პერიოდში, ბავშვებში გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია. საავადმყოფოებში ბავშვთა საწოლები ნოემბერშიც და დეკემბერშიც თავისუფალი გვქონდა, არასდროს არ იყო დატვირთვა. ახლა ვამატებთ ბავშვთა საწოლებს იმიტომ, რომ შეივსო“.

16 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 113 895 ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 3 %-ია.

აცრა შესაძლებელია ჩინური წარმოების ვაქცინებით „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“, ასევე ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.

სხვადასხვა კვლევით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში გართულებისა და სიკვდილიანობისგან დაცვის კუთხით ყველაზე ეფექტიანი „ფაიზერის“ ვაქცინაა.

ამერიკულ-გერმანული წარმოების „Pfizer“-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა 14 ივლისს შემოვიდა. რეგისტრაციის დაწყებისთანავე დაჯავშნის ელექტრონული პორტალი გაითიშა და მთელი დღის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა, 4 საათში კი „ფაიზერზე“ ყველა ჯავშანი შეივსო.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „pfizer“-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში