საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დოჭუს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

00:00 - 19 ნოემბერი 2016 hits 4059

თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. აღნიშნული ობიექტი აისახება ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში, მის შესახებ მონაცემები კი განთავსდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

დოჭუ მდებარეობს თუშეთის ალაზნისა და პირიქითის ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე. სხვა სოფლებისაგან გამოირჩევა სამსართულიანი აივნიანი სახლებით.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, დოჭუში მუდმივად აღარავინ ცხოვრობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში