საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შატილში კოშკი ჩამოინგრა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:57 - 24 მაისი 2017 hits 10136

23 მაისს, ღამით, შატილში N6 კოშკის დასავლეთის კედელი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოსალოდნელია სამხრეთის კედლის ჩამონგრევაც. საფრთხე ექმნება მის გვერდით მდებარე კოშკსაც.

შატილში ვითარების ადგილზე გასაცნობად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჩავიდნენ.

„რაც ჩამოინგრა, როგორც კი დაბრუნდებიან სპეციალისტები, მაშინვე მოხდება ხარჯთაღრიცხვის შედგენა და დავიწყებთ მუშაობას, რომ მოკლე დროში შევძლოთ მისი აღდგენა. ამასთან ჩვენ გაკეთებული გვაქვს პროექტი, რომელიც შატილის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2.5 მილიონი ლარია, უკვე გადავეცით მუნიციპალური განვითარების ფონდს და ველოდებით დაფინანსებას“, – განუცხადა „მთის ამბებს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ.

შატილი დუშეთის რაიონში, პირიქითა ხევსურეთში მდებარეობს. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. საუკუნეების განმავლობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

პირიქითა ხევსურეთში 2014 წლიდან მიმდინარეობს კლდეზე ნაგები კომპლექსის მუცოს რეაბილიტაცია. მუცო წლების განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ამ დროისთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2.5 მილიონი ლარია დახარჯული, საიდანაც 1.2 მილიონი სახელმწიფო დაფინანსებაა, დანარჩენი კი ფონდმა „ქართუმ“ გამოყო. მუცოს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში