საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ინფორმაცია თბილისიდან ამბროლაურში ფრენის მსურველთათვის

17:09 - 22 იანვარი 2017 hits 64066

ნატახტარი - ამბროლაურისა და ამბროლაური - ნატახტარის მიმართულებით ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას სრულდება. რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის 50 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი, ჩვილებისთვის - უფასო.

ამბროლაურში თვითმფრინავით გამგზავრების მსურველებს მიკროავტობუსი მოემსახურება, რომელიც გაფრენამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე თბილისიდან, მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან გადის ნატახტარის აეროდრომის მიმართულებით. ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით თვითმფრინავი 14:30 საათზე გაფრინდება. ამბროლაურიდან ავიარეისები იმავე დღეებში, 16:00 საათზე სრულდება. ფრენა დაახლოებით 30 წუთი გრძელდება. ნატახტარის აეროდრომიდან მგზავრებს მიკროავტობუსები კვლავ მეტროსადგურ "რუსთაველთან" ჩაიყვანს. მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება ავიარეისის საფასურში შედის. თბილისიდან ნატახტარის აეროდრომამდე და პირიქით მგზავრობის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლებს ავიაბილეთის შეძენისას მიაწოდებენ.

ნატახტარი - ამბროლაურის რეისებს ავიაკომპანია "სერვისეარი" ასრულებს. სწორედ ეს კომპანია ფლობს ნატახტარის აეროდრომს, საიდანაც ასევე სრულდება ავიარეისები მესტიის მიმართულებით. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ში, რომლის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: ნატახტარის ოფისი: (+ 995 32) 2428 428; ავიაბილეთები: (+995) 599 65 90 99; თბილისის ოფისი: (+ 995 32) 2 427 427; სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი /10:00 – 18:00; შაბათი /10:00 -14:00.

აეროდრომი "ნატახტარი" მდებარეობს 25 კილომეტრში ქალაქ თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით, მცხეთის რაიონში.

რაჭაში, ამბროლაურის აეროპორტი და სამგზავრო ტერმინალი 2017 წლის 14 იანვარს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. აეროპორტის ტერმინალი დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში