საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაღალმთიანი საწარმოს სტატუსით დღეისათვის 149 მეწარმე სარგებლობს

13:34 - 20 იანვარი 2017 hits 2470

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დღეის მდგომარეობით სულ 149 სამეწარმეო სუბიექტს მიენიჭა. აქედან, 48 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 15 კოოპერატივი, 2 ამხანაგობა, 1 არასამეწარმეო იურიდიული პირი და 83 ინდმეწარმე.

ეს სამეწარმეო სუბიექტები სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საქმიანობენ. გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, ამ კატეგორიის მეწარმეთა რაოდენობა შემდეგია: მესტია - 25; ამბროლაური - 19; ქალაქი ახალქალაქი - 16; წალკა - 13; ნინოწმინდა და დმანისი - 9 - 9; ყაზბეგი და თეთრიწყარო - 7 - 7; ცაგერი - 6; ახალქალაქი (თემი) – 5; ხულო, ქედა და ადიგენი – 4 - 4; ბორჯომი, ასპინძა, სიღნაღი, შუახევი - 3 - 3; ახალციხე და თიანეთი - 2 - 2; ახმეტა, დუშეთი, ჭიათურა, ონი და ლენტეხი - 1 – 1.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე საწარმოებზე 2016 წლის 1-ლი იანვრიდან მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები ვრცელდება - საშემოსავლო გადასახადთან, მოგების გადასახადსა და ქონების გადასახადთან მიმართებით.

დაინტერესებულ კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებით დამტკიცებული წესის საფუძველზე ენიჭება.

ამ თემაზე:

როგორ მივიღოთ მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში