თუშეთში აბანოს უღელტეხილზე მოთოვა
17:20 - 10 სექტემბერი 2019თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე თოვლი მოვიდა, თუმცა გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ. როგორც „მთის ამბებს“ თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, უღელტეხილზე ამ დროისთვისაც თოვს, ტემპერატურა კი 2 გრადუსამდე დავარდა.