წინხადუ - სოფელი უჩინში
19:36 - 24 ოქტომბერი 2019„მინდოდა რომ ცოტა ხანს, ერთ წელ მაინც შამეხედ ტელევიზორისადაც და შუქისადაც გვქონიყო“, - მზექალი არაბულმა ოთხმოცს გადააბიჯა და რაც თავი ახსოვს, წინხადუში შუქი არ ჰქონიათ. ერთი ძველი ლამფა აქვს და უფრთხილდება, რომ გამიტყდას, არც საშოარია და უჩინში დავრჩებიო.