საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბლოელი გოგიასთვის ხის სახლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:33 - 28 ნოემბერი 2019 hits 18728
სასაზღვრო პოლიციის ფოტო
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის ფოტო

ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მცხოვრების გოგია გიგაურისთვის 15 კვმ ხის სახლის მშენებლობა გუშინ დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება. ზამთარს გოგია საკუთარ სახლში გაატარებს.

ბლოელ გოგიას ხის კოტეჯს სასაზღვრო პოლიცია უშენებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოტეჯის მშენებლობის დამადასტურებელი ვიდეომასალა 27 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ბლოს ერთადერთი მკვიდრის გოგია გიგაურის შესახებ პირველი რეპორტაჟი 2019 წლის მაისში „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა. რამდენიმე წლის წინ, ძველი ხევსურული სახლი ზვავმა დაუნგრია. ბლომდე სამანქანო გზა არ არის, არც არასდროს ყოფილა. გოგია მეოთხე წელია კარავში ცხოვრობს.

ბლოელი გოგიასთვის ხის სახლის ასაშენებლად „მთის ამბებმა“ მაისშივე დაიწყო კამპანია და 9 ათას ლარზე მეტი შეაგროვა. შემოწირულება 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო. კომპანიაც შერჩეული იყო, რომელიც 11 ათას ლარად, გოგიასთვის ბლოში 20 კვმ-ის ხის სახლს ხუთ დღეში ააშენებდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ეტაპზე უარი თქვა ბარისახოდან ბლოში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ხის სამშენებლო მასალების გადატანაზე. ამ სტატიას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში შსს-ს და მთავრობის მიმართ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოელ გოგიას სიურპრიზი გაუკეთა და ამ ზამთარს თბილ სახლში გაატარებს.

შსს-მ ბლოელი გოგიასთვის კოტეჯის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვერტმფრენით დახმარებაზე უარის თქმის შესახებ „მთის ამბებმა“ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა და „მთავარმა არხმა“ ბლოელ გოგიაზე სიუჟეტი გადაიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში