გზა მოგვცენ ხახაბოს, ჯერ ცოცხლები ვართ - ხევსურეთი შატილსა და მიცუს იქით
14:41 - 11 ივლისი 2020ოთხმოცი წლის ტანმორჩილი მარუსა მინდიკაური ნელი, მხნე ნაბიჯებით მთის ალპურ ფერდობს მიუყვება. ამინდს ეშურება, კიდევ 12 კილომეტრი დარჩა, რომ მთა წუბროვანის თხემზე ააღწიოს, სატელეფონო სიგნალი დაიჭიროს და მონატრებულ შვილს საბერძნეთში დაუკავშირდეს. ეს მთა ხახაბოს სიახლოვეს ერთადერთი ადგილია, სადაც ტელეფონი იჭერს.…