საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ მოვხვდეთ მაჭისციხესა და შავი კლდეების ტბაზე

16:39 - 22 მაისი 2012 hits 9904

ლაგოდეხში მსოფლიოში ერთ-ერთი უკეთესად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი დაცული ტერიტორიებია. საერთო ფართობი შეადგენს და მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა.) და აღკვეთილს (4702 ჰა). ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩა N17–ში.

თბილისიდან ლაგოდეხამდე 170 კილომეტრია. ავტომობილით ჩასვლას 2.5 სთ სჭირდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლებელია ისნის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, საიდანაც მოძრაობს როგორც მიკროავტობუსი (8 ლარი), ასევე კერძო ტაქსი (10 ლარი) ყოველდღე, საათში ერთხელ, დილის 9 საათიდან 18 საათამდე.

ვიზიტორს საშუალება აქვს, უფასოდ დაათვალიეროს საგამოფენო დარბაზი, მიიღოს ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტის მომსახურება და ადგილზე დაიქირაოს მისთვის საჭირო ტურისტული აღჭურვილობა.

ღამისგათევა ტურისტულ თავშესაფარში 15 ლარი ღირს. საკარვე ადგილის ღირებულება 5 ლარია, საპიკნიკე ადგილი 15 ლარი ღირს, კარავი 10 ლარი, საძილე ტომარა ერთი დღით 5 ლარი, ცხენით მომსახურება 1 დღე 50 ლარი.

ბილიკები

როჭოს ჩანჩქერი ვიზიტორთა ცენტრიდან 9,5 კილომეტრშია. ჩანჩქერამდე საშუალო სირთულის საფეხმავლო გზაა და მდინარე შრომის ხეობას მიჰყვება. ამ მანძილის გავლას 3–5 საათი სჭირდება. გზად ჯერ რცხილნარის უნიკალური კორომი გვხვდება, რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა, შემდეგ წიფლნარის შერეულ კორომი. გზაზე შესაძლებელია შეხვდეთ შველს, ირემს, გარეულ ღორს. როჭოს ჩანჩქერი 6 მეტრიანია.

ნინოსხევის ჩანჩქერის ტური გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება და მდინარე „ნინოს ხევის“ პარალელურად საცალფეხო ბილიკით მიემართება. ჩანჩქერამდე 8,5 კილომეტრია, ამ მანძილის გავლას დაახლოებით 4–6 საათი სჭირდება. გზად შესაძლოა შეხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ, ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას. საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი „ნინოს ხევის“ ჩანჩქერი 40 მეტრიანია. შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.

მაჭისციხე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრიდან 10.5 კილომეტრშია. სატრანსპორტო საშუალებით გადავდივართ სოფელ მაწიმში (ლაგოდეხიდან სოფ. მაწიმამდე - 7კმ-ია, რაც იფარება 5 წუთში). მაწიმიდან გზა საშუალო სირთულისაა, არის საცხენოსნო ბილიკიც, რომელიც მდინარე „ბნელი ხეობის“ მიმართულებით მიემართება. გზად გვხვდება ჯაგრცხილის კორომი, ხალიჩასავით მოფენილი ხავსები. ვიწრო ბილიკი მთის კალთაზე, IX საუკუნეში აგებულ ციხე-სიმაგრესსთან აგიყვანთ. ციხე – სიმაგრის შიგნით კარის ეკლესია დგას.

შავი კლდეების ტბა – ეს ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წუთში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ.

30-40 წუთში გადაკვეთთ მდინარე „ლაგოდეხის ხევს“. 20–30 წუთში შეხვალთ ახალგაზრდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის შედეგად წარმოიშვა. 15-30 წუთში შეხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს - „მრგვალი წამალას“, რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. 30 წუთში მიადგებით ქედის დასაწყისს, ხელუხლებელ წიფლნარის კორომს. 1 საათში ახვალთ სერზე ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე და გაუყვებით „ქოჩალოს ქედს“, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგიძლია იხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. 2 საათში აღმოჩნდებით სუბალპურ სარტყელში, 1 საათში კი იხილავთ ტურისტულ თავშესაფარს „მეტეოს“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. მეორე დღეს გზას აგრძელებთ ქოჩალოს ქედზე. 1 საათში ადიხართ ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. 1 საათში ახვალთ უღელტეხილზე ე.წ. „დემიდოვის ნაშლებზე“, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. 1 საათში აღმოჩნდებით ალპურ მდელოებზე შედარებით ვაკე ადგილებზე, რომლებიც ჯიხვების საძოვრებია. მომდევმო 40 წუთში შეგვხვდებათ გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჭაობები, 30 წუთში კი შავი კლდეების ტბა. თქვენს თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრ სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებლობა გეძლევათ შეხვდეთ ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებს.

შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს – რუსეთის ფედერაციას შორის.

  • პირველი დღე - გამგზავრება ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფრამდე. მანძილი - 11.5 კმ, სიმაღლე 1,350 მ ზღვის დონიდან.
  • მეორე დღე - გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და უკან. მანძილი - 25 კმ, სიმაღლე 900 მ ზღვის დონიდან;
  • მესამე დღე - გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში. მანძილი - 11.5 კმ, სიმაღლე1,350 მ ზღვის დონიდან.

დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ თავშესაფარში 16 ადგილია.

ტურის დაგეგმვისა და ორგანიზების მიზნით, შეგიძლია მიმართოთ ვიზიტორთა სამსახურს: ნათია შალვაშვილი ტელ.: 577 10 18 90, ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; : რევაზ შიხაშვილი - +995 555 55 63 15;

გიდები:

  • გიორგი კავთლიშვილი - +995 593 94 21 91;
  • ვიტალი ლეკიაშვილი - +995 593 33 59 30;
  • გიორგი ალადაშვილი - +995 557 00 45 15.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში