საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დამბალხაჭო - ტრადიციული ფშაური საკვები ძეგლის სტატუსით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:53 - 13 ნოემბერი 2016 hits 45841

დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) - ტრადიციული ფშაური საკვებია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსოში - ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამავალი კვამლის ზემოთ ჰკიდია.

გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ჰერმეტულობის და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში. ლბობის პროცესში გარედან იკიდებს „კეთილშობილ ობს“, რომელიც გემრილიცაა და სასარგებლოც. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და ოქროს ფერს იღებს.

ომში, სხვა შესაბამის საგზალთან ერთად, ფშაველ მეომრებს საკვებად, გამძლეობისა და სიმსუყის გამო, სწორედ დამბალხაჭო მიჰქონდათ.

დღეისთვის ფშავსა და ფშავლებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში კვლავაც შემორჩენილია დამბალხაჭოს დამზადების ტრადიცია.

2011 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა დამბალი ხაჭოს (დამბალხაჭოს) ქართული (ფშავი და თიანეთის რ-ნი) ადგილწარმოშობის ადგილი.

2014 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში