საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ბაკურიანში ჩატარდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:45 - 17 მაისი 2018 hits 29747

საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება დღეს საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე მიიღეს.

ბაკურიანში 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე, საქართველომ ოფიციალური განაცხადი 2017 წლის აპრილში გააკეთა.

„გუდაურს ან ბაკურიანს ვფიქრობდით ჩემპიონატის ადგილად. რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები გვაკლია, რომლის განხორციელებასაც 2023 წლამდე თავისუფლად მოვასწრებთ. გვყავდა კონკურენტები - შვეიცარია და ფინეთი, თუმცა ჩვენ ვართ ახალი აღმოჩენა", - განაცხადა საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა.

16-17 თებერვალს, ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც ქართველი, ავსტრიელი, ჩეხი, სლოვაკი, ყაზახი და ავსტრალიელი მოთხილამურეები მონაწილეობნენ. სკი კროსის საერთაშორისო შეჯიბრი საქართველოში პირველად ჩატარდა.

ზამთრის კურორტების ინსპექტირების მიზნით, საქართველოს რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტი ჯონ ფიტჯერალდიც ეწვია, რომელმაც გუდაურისა და ბაკურიანის დათვალიერების შემდეგ, საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების პერსპექტივები დადებითად შეაფასა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში