საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში ვერ იპოვეს ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, რომლებიც მდინარეში გადავარდნენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:50 - 08 ივნისი 2019 hits 14765

სვანეთში სამძებრო სამუშაოები დღეს უშედეგოდ დასრულდა. მაშველებმა ვერ იპოვეს 23 და 24 წლის ახალგაზრდები, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, რომლებიც გუშინ, გვიან ღამით, სოფელ ბეჩოში, ავტომობილით მდინარე დოლრაში გადავარდნენ.

ახალგაზრდები ბეჩოს ხეობიდან მულახში ბრუნდებოდნენ. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა ან/და საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო.

დღეს სამძებრო სამუშაოებში მესტიისა და ზუგდიდის სამაშველო ჯგუფები, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა იყო ჩართული. მდინარეში მანქანის ბამპერი და სანომრე ნიშანი იპოვეს.

ძლიერი წვიმებისა და მთაში თოვლის დნობის გამო, მდინარე დოლრა ადიდებულია. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში დოლრა ენგურს უერთდება.

როგორც „მთის ამბებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 9 ივნისს, დილიდან სამძებრო სამუშაოებში ქუთაისის სამაშველო ბრიგადა ჩაერთვება მფრინავი კამერებით, რომ ხეობა ზემოდან დათვალიერდეს. „საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა და თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფებიც გაიგზავნება“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა რატი მუჯირმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში