საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მესტიის გზაზე მანქანა მდინარეში გადავარდა, ორ ახალგაზრდას ეძებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:21 - 08 ივნისი 2019 hits 13328

მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემში, ავტომანქანა ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა. ადგილობრივი მცხოვრებლები და მაშველები დღეს დილიდან ეძებენ 23 და 24 წლის ორ ახალგაზრდას, რომლებიც სოფელ მულახიდან არიან.

როგორც „მთის ამბებს“ ბეჩოში მესტიის მუნიცაპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სიმონ არღვლიანმა უთხრა, ახალგაზრდები გვიან ღამით ბეჩოს ხეობიდან სახლში ბრუნდებოდნენ, სავარაუდოდ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა ან/და საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო. სიმონ არღვლიანის თქმით, მდინარეში მანქანის ბამპერი და სანომრე ნიშანი იპოვეს.

ძლიერი წვიმებისა და მთაში თოვლის დნობის გამო, მდინარე დოლრა ისეა ადიდებული, რომ მაშველები წყალში ვერ შედიან. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში დოლრა ენგურს უერთდება. „ხალხმა ნაპირიდან დოლრას მთელი ხეობა დაათვალიერა და მანქანა ჯერ ვერ ნახეს“,  - ამბობს სიმონ არღვლიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მაშველების დამატებითი ჯგუფი გზაშია, ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და ღონისძიებებს შემდეგ დაგეგმავენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში