საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ზემო ალვანში წოვათუშური ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება

15:40 - 19 დეკემბერი 2018 hits 1945

20 დეკემბერს, 13:00 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვნის 1-ელ საჯარო სკოლაში „წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონის“ და წოვათუშურ ენასთან დაკავშირებით, მაყვალა მიქელაძის მიერ მომზადებული მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართება.

წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონის მე-3 ტომი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოსცეს.

პრეზენტაციაზე პროფესორი ქეთევან გიგაშვილი წოვათუშური ენის შესწავლის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშსაც წარადგენს.

თუშეთის წოვათის ხეობის თუშების სასაუბრო ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა. ამ ენაზე სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებთა მცირე ნაწილი საუბრობს. საფრთხეში მყოფი ენის მხარდასაჭერად, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ორგანიზებით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ხვალვე, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ენის გადარჩენისა და მხარდაჭერის პროგრამას შეიმუშავებს და კონკრეტულ ღონისძიებებს განსაზღვრავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში