საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაური-კობის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:21 - 26 დეკემბერი 2017 hits 6949

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი ისევ აკრძალულია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში ხორციელდება. ამავე გზის კმ 134 -კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 24 დეკემბერს აიკრძალა. დუშეთის გადასახვევიდან მლეთამდე, რამდენიმე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილების რიგი დგას.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზაზე ჩარჩენილ მგზავრებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ლევან ზაუტაშვილთან ერთად, პური და წყალი დაურიგა, თითო მგზავრზე ერთი პური და 0.5 ლიტრი წყალი. რამდენიმე ადგილას ბიო ტუალეტიც დადგეს. ყაზბეგის მერიამ თავისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზაში ჩარჩენილი მგზავრებისთვის პურს მოხარშული კვერცხიც დაამატა. ორივე მუნიციპალიტეტის მერიამ ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია დაწესებული რაჭაში, ნაქერალას უღელტეხილზე. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კილომეტრზე (ამბროლაურთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფლებში იწასა და ახალსოფელში გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94-კმ 110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში