საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ონის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსს 2000 ლარის ოდენობის ქრთამის აღებას ედავებიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:29 - 06 აპრილი 2017 hits 4188

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ონის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, გიორგი მელაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს. გამოძიების ინფორმაციით, მელაშვილმა ქრთამის სახით 2000 ლარი აიღო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, გიორგი მელაშვილი თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელს დაჰპირდა, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ის ობიექტის უპრობლემო ჩაბარებას უზრუნველყოფდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2000 ლარი. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მელაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

„გიორგი მელაშვილი თანხის გადაცემის დროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა 2000 ლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აცხადებენ სუს-ში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი მელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. მელაშვილი 31 მარტს დააკავეს. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში