საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ანა წოწკოლაურის ვიდეობლოგი ილტოს ხეობიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:20 - 03 იანვარი 2017 hits 4395

ადრე ბევრი ხალხი იყო ამ ხეობაზე. კარგი გზაც იყო, ასფალტიც გაკეთდა, ილტოს ჰესის შენებას რომ აპირებდნენ, ჩვენც გადასახლებას გვიგეგმავდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, მშენებლობაც შეწყდა. მერე გაჭირდა ცხოვრება.

აღარავინ არაფერს აქცევდა ყურადღებას. შევარდნაძის დროს აქაც სიბნელე და შიმშილი იყო. სააკაშვილის პერიოდში მოიტანეს აი, ეს მზის ბატარეები და 13-14 წელი ამით ვიყავით. სინათლე დიდი ხანი არ არის, რაც გვაქვს“, – ამბობს ანა წოწკოლაური-ღანიშაშვილი, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალას მკვიდრი.

„დაიცალა აქაურობა, მეურნეობა რომ დაიშალა, სამუშაო აღარ იყო და წავიდა ხალხი: ვინ ახმეტაში, ვინ - თბილისში. იქ მუშაობა რომ დაიწყეს, მოეწყვნენ, დაოჯახდნენ, მერე აღარ დაბრუნდნენ. ზაფხულში კი ამოდიან ხოლმე, ზაფხულში ხალხმრავლობაა. ბევრი ბაღ-ბოსტანსაც ამუშავებს.

ახლა ყველაფერი პრობლემაა: გზა არ არის, ტრანსპორტი არ არის. ვისაც მანქანა აქვს კი, ბატონო, დადიან, მეც შვილებს დავყავარ ხოლმე, მაგრამ სხვებმა რა ქნან? ახმეტამდე 15 ლარი ღირს, ტაქსს რომ გაყვე. სად აქვს ხალხს ფული?

ვინმე თუ გვაკითხავს? ხანდახან ვეტექიმი მოდის ძროხების ასაცრელად. სხვა რომ მოსულიყოს და ეკითხოს, რა გვიჭირს, რა გვილხინს, შეშა გვაქვს თუ არა, ფქვილი გვაქვს, წყალი გვაქვს, არავინ ყოფილა. მარტო არჩევნებზე მოდიან, ხმა მოგვეცითო.

აქაურობას სჭირდება ყურადღება ადგილობრივი ხელისუფლების და მაღალი ეშელონებისაც. სხვა რა გვჭირდება? გზა, შუქი, წყალი, მომარაგება, მაღაზია, სამედიცინო პუნქტი. თუ ყველაფერს გააკეთებენ, იქნებ მობრუნდეს ხალხი“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში