საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დარიალის ხეობაში გვირაბი აშენდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:13 - 14 დეკემბერი 2016 hits 9809

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამალი-დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიური პროცესების გამო, რის შედეგადაც ხშირად გზა იკეტება, გვირაბი აშენდება.  

„ყოველწლიურად დევდორაკიდან ჩამოდის საკმაოდ დიდი მასა. შესაბამისად, ამ პერიოდში ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია წყდება. ჩვენ კონსულტანტებთან ერთად გავთვალეთ და საშუალოდ თითქმის მილიონ ლარამდე დანაკარგი გვაქვს ყოველდღიურად, როდესაც გზა ღია არ არის. გვირაბის მშენებლობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და აღნიშნული მიმართულებით ჩვენ სტაბილური გზა გვექნება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

დევდორაკის გვირაბის მშენებლობისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, ამალი-დევდორაკის ხეობში სტიქიური პროცესები ორჯერ განვითარდა, პირველად 2014 წლის 17 მაისს, ხოლო მეორედ 2016 წლის 20 აგვისტოს.

2014 წლის 17 მაისს მომხდარი სტიქიის დროს, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა. სტიქიამ  მაშინ 7 ადამიანი იმსხვერპლა. გარდა ამისა, დაზიანდა რუსეთიდან მომავალი მაგისტრალური გაზსადენები.

2016 წლის 20 აგვისტოს კი დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული ნაკადის  მოვარდნის გამო სამხედრო გზაზე 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა. დაზიანდა ჩრდილოეთ–სამხრეთის 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი.  დაზიანდა ლარსი ჰესიც. დაიტბორა ლარსის საბაჟო–გამშვები პუნტი და „დარიალჰესის“ გვირაბი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში