საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მერცხალა ბებოს“ ვიდეობლოგი – ქალი, რომელიც 37 წელია მუდმივად თუშეთში ცხოვრობს

13:01 - 09 დეკემბერი 2016 hits 9878

ანნა ხოსიკურიძე 37 წელია მუდმივად თუშეთში, სოფელ ომალოში ცხოვრობს. მას „მერცხალა ბებოდ“ იცნობენ. მერცხალა ბებო ამბობს, რომ მისთვის მთავარი პრობლემა უშუქობაა.

„შუქი არ მაქვს და ლამფას ვანთებ. ეს ბატარეა კი დააყენეს, მაგრამ პატარაა, მზე რომ არ არის ვერ იტვირთება. ერთ კინოს ვუყურებ და მერე გამოვრთავ ხოლმე. მარტო იმას ვფიქრობ, რომ არ გადამეწვას და მობილური მაინც დავტვირთო. 37 წელია აქ ვარ, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ ჰქონია. მზია ბატარეები რომ მოიტანეს, სია ჩამოწერეს ვისთვის რა უნდა დაედგათ. ზოგს სასტუმრო არ აქვს და 5-იანები მისცეს, ანუ ბევრად მძლავრი. გახედავ და რა კარგია არაა? არც ცხოვრობენ აქ და 5-იანები უდგათ. მოდიან ზაფხულში დაჩაზე და აბანოც აქვთ, შუქიც და ტელევიზორიც, მე კიდელ ლამფის შუქზე ვარ“, – ამბობს მერცხალა ბებო.

ამჟამად მთელ თუშეთში მუდმივად 24 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 19 ადამიანი სოფელ ომალოში, თითო და ორი ადამიანი შენაქოში, კვავლოსა და ჯვარბოსელში.

ოფიციალური მონაცემებით, თუშეთის 52 სოფელში მხოლოდ 47 კაცია რეგისტრირებული, 30 მამაკაცი და 17 ქალი, აქედან 37 ომალოში, დანარჩენ სოფლებში: შენაქოში, ჩიღოში, წაროსა და ბოჭორნაში - 1-2-4 კაცია.

აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო თუშეთი თითქმის 6 თვით გარესამყაროს არის ხოლმე მოწყვეტილი და იქ მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში