საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ქვეშეთი-კობის გზის ზონაში მიწების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოქალაქეები დააკავეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:52 - 16 დეკემბერი 2021 hits 9948

შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არახვეთის მცხოვრებლები ვახტანგ და ზურაბ ბურდულები მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავა. არახვეთის მცხოვრებლების განცხადებით, პროკურატურა სოფელში მცხოვრებ 20-მდე ოჯახს ქვეშეთი-კობის გზის ზონაში ე.წ. მამაპაპისეული მიწების უკანონოდ რეგისტრაციას ედავება.

რამდენიმე დღის წინ არახვეთელებმა ინტერვიუ მისცეს „მთის ამბებს“, სადაც პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზეც ისაუბრეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.

ვახტანგ და ზურაბ ბურდულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გორის სასამართლო დღეს იმსჯელებს. არახვეთში კი მოსახლეობა პროტესტის ნიშნად, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას აპირებს.

პროკურატურა არახვეთის მცხოვრებლებისგან ითხოვს, ვისაც კომპენსაცია უკვე მიღებული აქვს, ნაკვეთთან ერთად სახელმწიფოს უკან დაუბრუნოს. თუ ნებით არ იზამენ, დააპატიმრებენ.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი რვა სოფელს ეხება და ხადის ხეობას მთლიანად აზიანებს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ სამ სოფელში რამდენიმე მოსახლემ გადაწყვიტა. გზის მშენებლობის ნებართვა სასამართლოშია გასაჩივრებული, მაგრამ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

ნახეთ რეპორტაჟი:

როგორ დევნის ხელისუფლება ხადელებს გზის მშენებლობისთვის

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში