საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი ახალი 51.5 კილომეტრიანი გზა გაიხსნა

13:57 - 28 სექტემბერი 2021 hits 16178

საჩხერიდან ონთან დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შესაძლებელია. ახალი გზით გადაადგილებისას მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება.

„თბილისიდან რაჭამდე სულ რაღაც სამ საათში ჩამოვალთ, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე - სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ონიდან 5 კმ-ით.

საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი დაუსახლებულ ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზეა.

ახალი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 111 მილიონ ლარზე მეტია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს „საქართველოს ამბები“.

ამავე რუბრიკაში

თავში