საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბების“ რეპორტაჟმა მიიღო ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:19 - 23 მარტი 2021 hits 5265

კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომის ნომინაციაში, ევროკავშირის 2020 წლის პრიზი „მთის ამბების“ რეპორტაჟების სერიამ მიიღო - ბუზნეგე, სალამ, ჯაბახუმ. ავტორი ქეთი მაღრაძე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გატარებულ სამდღიან ტყვეობაზე გვიყვება.

„დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია ნდობისა და მშვიდობის აღდგენისათვის.

მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ძლიერი, ჯანსაღი და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში და ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საკუთარ მისიას“, - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი ერთთვიან სტაჟირებას გაივლის ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“. ამავე ნომინაციაში ფინალისტები გახდნენ: გიორგი ჩაგელიშვილი, ნინო ლომაძე - „ინდიგო“ „მეხსიერების გაცოცხლება“ და მაია ფიფია - რადიო „ათინათი“ „ლონდონი - კალკუტა - ინდოევროპული ტელეგრაფის კვალი სოხუმსა და ზუგდიდში“  

დღესვე ევროკავშირის პრიზი 2020-ის გამარჯვებულები სხვა კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. კონკურსში სააგენტო „რეგინფოს“ და „მთის ამბების“ სამი მასალა მონაწილეობდა, რომელთაგან სამივე ფინალისტი გახდა.

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში

გამარჯვებული: გიორგი გოგუა „National Geographic - საქართველო“ „გზაზე“

ფინალისტები: გელა მთივლიშვილი - „რეგინფო“ „როგორ ქრება ქედელის დასახლება ბოდბის მონასტრის გარშემო“ და თამარ მშვენიერაძე - „ჩაიხანა“  „გლობალურ საფრთხეზე ჩაკეტილ საზღვრებში - დიალოგი ახლო მეზობელთან“

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში

გამარჯვებული: მერი შიხაშვილი - „ინდიგო“ ვიდეო ესე „დიდი დიღომი - უბანი ქალაქის საზღვართან“

ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე „მთის ამბები“ „რიონის ხეობის დარაჯები“

და ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი2“ „უსაფლავო მიცვალებულები“

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

გამარჯვებული: თამარ ჩქარეული - OC Media “Inside Georgia`s textile industry”

ფინალისტები: ია ასათიანი - „აი,ფაქტი“ „ტყუილის ნამდვილი ამბავი“ და მარიკა დუდუნია - „თავისუფლების მონიტორი“ „დენის იმპორტის გასაიდუმლოებული სქემა“

საუკეთესო ბლოგი/თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში

გამარჯვებული: ბასტი მგალობლიშვილი - “პუბლიკა“ „ცოტა რამ დედაჩემის შესახებ“

ფინალისტები: გიორგი ჭკადუა - „ინდიგო“ „სხეულები აღარ არიან“  და თეა თოფურია - რადიო „თავისუფლება“ „სამი კვირა საარსებო მინიმუმზე“

საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი - რადიო „თავისუფლება“ ბავშვები პროსტიტუციაში - ამოუთქმელი ამბავი

ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე - „ინდიგო“ განგაშის შემდეგ სად ეძებ დახმარებას, როცა ფსიქიკურ დახმარებაზე ფიქრობ  და ნანუკა ბრეგაძე - „აი, ფაქტი“ ეს გზა რუსეთთან მიგვიყვანს?

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს

გამარჯვებული: სოფო აფციაური - „პუბლიკა“ „რიონის ხეობის მცველები“

ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი - „პანკისის ხეობის ქალები“ და მანო სვანიძე „ბელა - ხუთი წამის წესი“

კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრიზის მნიშვნელობას: „2020 წელი ძალიან რთული იყო, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც, ვინაიდან მათ წინა ხაზზე უწევდათ ყოფნა იმისათვის, რომ ჩვენ Covid-პანდემიის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიგვეღო. იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები დგანან, იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეები, თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირი ჟურნალისტური ეთიკის ერთგულ დამცველად რჩება. ამიტომ, ჩვენთვის საამაყოა საქართველოში ამ ყოველწლიური კონკურსის ჩატარება, რომლის მიზანს ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების დაჯილდოება წარმოადგენს“. 

კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020“ 126-მა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა. მასალები ოთხკაციანმა ჟიურიმ განიხილა, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან: ნინო ივანიშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანი, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსში“ მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით; ეკატერინე ფირცხალავა - „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ლექტორი და მედია ტრენერი, ჟურნალისტიკაში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილებით; მაიკლ რენდელი - „ემი“-ს პრემიის ლაურეატი მედია კონსულტანტი, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში მედიის განვითარების პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, ძირითადად BBC-ს სახელით; იუსტინა მიელნიკევიჩი - World Press ფოტოს, Canon-ის „საუკეთესო ფოტოჟურნალისტი ქალის“ და სხვა პრემიების მფლობელი ფოტოგრაფი პოლონეთიდან, რომლის ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, National Geographic, Newsweek, Le Monde, Stern და სხვა.

ჟიურის საკონსულტაციო ფუნქცია ჰქონდა, გამარჯვებულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში