საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

4 ივლისს ონში ჰესების კასკადის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:57 - 01 ივლისი 2020 hits 6503

4 ივლისს, ონში საპროტესტო აქცია გაიმართება რაჭაში ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ. აქცია 16:00 საათზე სადგურის მოედანზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ადგილობრივი მცხოვრებლები და მოწვეული სპეციალისტები მიიღებენ. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „არა ონის კასკადს“. 

ონის პარალელურად, ჰესების კასკადის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება ბერლინშიც. საქართველოს საელჩოსთან გერმანიაში მყოფი ქართველები შეიკრიბებიან და ზემო რაჭაში დაგეგმილ მშენებლობას მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2020 წლის 17 მარტს გასცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 4 დღით ადრე.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში დაგეგმილია 4 ათასზე მეტი ძირი ხის მოჭრა; მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია; მდინარე რიონი 21 კილომეტრზე გვირაბებში უნდა მოაქციონ; მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური პროცესების საფრთხეს; გვირაბების მშენებლობა მათ შორის დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს, მითუფრო მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში; საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა; მაღალია უწერას მინერალური წყლების წყაროების დაკარგვის საფრთხე და ტურიზმზე ნეგატიური ზემოქმედება.

ადგილობრივ მცხოვრებლებს მინისტრის მიერ ჰესების მშენებლობაზე გაცემული დადებითი დასკვნა „მწვანე ალტერნატივას“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში