საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მარტოკაცების ფონდის დახმარება 6 მარტოკაცს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:26 - 07 აპრილი 2020 hits 31508
ფოტოზე - ელო ქისტაური, ბზიკურთკარი, ხორხის ხეობა
საზოგადოება
ფოტოზე - ელო ქისტაური, ბზიკურთკარი, ხორხის ხეობა

ელო ბებოს, ნიკო პაპას და საბედა ბებოს ხორხის ხეობიდან, სოფო ბებოს გუდამაყრიდან, ანიჩკა ბებოს და მაყვალას ხადის ხეობიდან - მარტოკაცების მხარდამჭერი ფონდის დახმარებით, 200 ლარიანი სასურსათო პაკატები და საჭირო მედიკამენტები გადავეცით.

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალულია. 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლის უფლება არა აქვთ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში მიდიან, მთის სოფლებში კი არც ერთია და არც მეორე.

მარტოკაცებისთვის გადაცემულ თითოეულ პაკეტში შედიოდა: შაქარი 3 კგ; ბრინჯი 3 კგ; წიწიბურა 1 კგ; მაკარონი 5 ყუთი; მარილი 2 ყუთი; ზეთი 3 ლ; მჭადის ფქვილი 1.5 კგ; მანანის ბურღული - 2 კგ; კვერცხი 15 ც; სოსისი ივერია 1.5 კგ; ბანანი 1.5 კგ; კიტრის მარინადი  - 2 კგ; კონსერვი 4 ც; შვრიის ფანტელი ქლიავის ჩირით 2 ც; კიტრი-პომიდორი 4 კგ; ხახვი 3 კგ; კარტოფილი 5 კგ; ვაფლი ლიმნის 1 კგ; ნამცხვარი 2 კგ; თაფლაკვერი 1.5 კგ; ჩაი - 1 ყუთი; პური 8 ც; ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტები.

მარტოკაცების მხარდამჭერი ფონდი „მთის ამბებმა“ 2019 წლის ბოლოს შექმნა.

ფონდში შემოწირულების განხორციელება ყველას შეუძლია, ვისაც მთის სოფლებში მარტოკაცების მხარდაჭერა სურს.

შეგროვებული თანხა მთლიანად მარტოკაცებს მოხმარდება, ვისაც ეს სჭირდება - პერიოდულად მათ სურსათით, მედიკამენტებით, პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყოფთ ან სხვაგვარად დავეხმარებით.

„მთის ამბები“ საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიაა. #მარტოკაცი „მთის ამბების“ რუბრიკაა. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, მთაში ვეძებთ ყველა სოფელს, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანიღა ცხოვრობს.

თუ მხარს უჭერთ მთაში მარტოკაცებს, შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #მარტოკაცებისთვის

შემოწირულებას ვიღებთ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, თუ ეს გავლენას არ ახდენს ჩვენი საქმიანობის დამოუკიდებლობაზე და არ დააზიანებს ჩვენს რეპუტაციას. არ ვიღებთ შემოწირულებას პოლიტიკური პარტიებისგან, ასევე, კომპანიებისგან, რომლებიც მხილებულნი არიან შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევაში, რომელთა სამუშაო სივრცეში მყოფი დასაქმებულების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ზიანი მიადგა ან ადგება; სექსუალურ შევიწროებაში, კორუფციაში მხილებული პირებისა და ორგანიზაციებისგან.

„მთის ამბები“ პერიოდულად გამოაქვეყნებს დოკუმენტურ ანგარიშს მარტოკაცების მხარდამჭერ ფონდში მიღებული შემოწირულებისა და თანხის ხარჯვის შესახებ.

შემოწირულებისთვის მადლობას ვუხდით: ლამარა სუხიტაშვილს, მამუკა ცისკარაულს, თამარ ზურაბიშვილს, ცოტნე მთვარაძეს, მარიამ დოლიძეს, ირაკლი ხაბურზანიას, ნინო სულიკაშვილს, თორნიკე ბაკურაძეს, ნინო გრიგალაშვილს, ნინო ბერელაშვილს, ეთერ მაისურაძეს, გიორგი ბახტურიძეს, მერი ჯაფარიძეს, ანი კიკნაძეს, თეა გულიტაშვილს, ნინო გოგიბერიძეს, გიორგი ღუდუშაურს, ქეთი ბექაურს, კონსტანტინე გუნიას, მარიამ მისაბიშვილს, თეონა ხორნაულს, მაია ნაცვლიშვილს, მაია გელაშვილს, თეონა ანიკაშვილს, ქეთევან გონგაძეს, ილარიონ ცეცხლაძეს, ოთარ შარიქაძეს, დალი მჭედლიშვილს, ქეთევან ქურციკიძეს, მარიამ გურგენიძეს, დავით კაპანაძეს, ეკა ნატროშვილს, მარიამ ტურაშვილს, მარიამ ჭელიშვილს, ქეთო ჩოქურს, გიორგი თამარაშვილს, გიორგი ტაკიძეს, ანა კუჭავას, ანა რობაქიძეს, ნინო ბერელაშვილს, თამარ გუზიტაშვილს, მადონა ჯალაღონიას, ლანა დავითულიანს, ელენე ღუღუნიშვილს, ბესიკ ნონიკაშვილს, ანანო რუხაძეს, ეთერ არსანიძეს.

განსაკუთრებული მადლობა დავით გულაშვილს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში