საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვიწვევთ ახალგაზრდებს მთიანი აჭარიდან და ჯავახეთიდან სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად

10:46 - 23 თებერვალი 2020 hits 8785

„მთის ამბები“ იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს მთიანი აჭარიდან და ჯავახეთიდან სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად. მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის პროექტს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით ახორციელებს.

„მთის ამბების“ მხარდაჭერით უკვე დაფუძნდა სათემო ორგანიზაციები ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ხევში, რაჭაში, ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში, პანკისის ხეობასა და თუშეთში კი ჩვენი პარტნიორები სათემო საბჭოები არიან.

გვსურს, მთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები დავაკავშიროთ ერთმანეთს, დავეხმაროთ მათ სათემო ორგანიზაციების დაფუძნებაში, შესაძლებლობების გაძლიერებაში, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ინიციატივები უნდა უკავშირდებოდეს - თემის განვითარებას; მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებას; ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას; სოფლად სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და არაფორმალური ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას; მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების, მთაში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას და სხვა.

სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი და წევრი შეიძლება გახდეს დაინტერესებული ახალგაზრდა, რომელიც იზიარებს აღნიშნულ მიზნებს და მზად არის, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სათემო ორგანიზაციის საქმიანობაში, სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ 2020 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში