საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

26-27 ოქტომბერს ილტოს ხეობაში მთის სათემო ფორუმი გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:04 - 25 ოქტომბერი 2019 hits 14955

მთის სათემო ფორუმი, რომლის მიზანიც მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაა, 26-27 ოქტომბერს, ილტოს ხეობაში (ახმეტის მუნიციპალიტეტი) გაიმართება.

მთის სათემო ორგანიზაციები და სათემო აქტივისტები თუშეთიდან, პანკისიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, მთიულეთ-გუდამაყრიდან, თრიალეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, სვანეთიდან ერთმანეთს წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ, მთის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს გამოკვეთენ, განიხილავენ და პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

მოწვეული ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ფორუმის მონაწილეებს გააცნობენ სათემო ინიციატივების დაფინანსების მუნიციპალურ შესაძლებლობებს.

იაპონიის საელჩოს, ღია საზოგადოებისა და ევროპის ფონდების წარმომადგენლები სათემო აქტივისტებს მაღალმთიანი რეგიონებიდან მიაწვდიან ინფორმაციას საგრანტო პროგრამების, მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი კონკურსების თაობაზე.

27 ოქტომბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მთის სათემო ორგანიზაციებს მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიას გააცნობს. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ სტრატეგიის განხორციელების პროცესში სათემო ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლებლობებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის მონაწილეობით დაგეგმილია დისკუსია დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის შესაძლებლობებზე.

ფორუმის დასასრულს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი პირები მთის მცხოვრებლებს სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს გააცნობენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მონაწილეობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

ფორუმის ორგანიზატორია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ახორციელებს მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებისა და მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობის პროექტს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში