საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთაში სოციალურად დაუცველი ოჯახები და მეწარმეები ინტერნეტში უფასოდ ჩაერთვებიან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:12 - 23 ოქტომბერი 2019 hits 16766

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ასევე მეწარმეებს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ინტერნეტის უფასო ინსტალაციას სთავაზობს. ფართოზოლოვანი ინტერნეტი ფიზიკურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მის მისამართზე.

სააგენტოს ცნობით, პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ მიზანი რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლებაა. პროგრამის ფარგლებში მოხდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 10 000 ოჯახისთვის და 500 მეწარმისთვის ინტერნეტის პირველადი ინსტალაციის ღირებულების დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს საშუალება აქვს გაიაროს ინტერნეტის და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსი, რომელიც მოიცავს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარებს; ინტერნეტის უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას; საოფისე პროგრამებს და ელექტრონული ფოსტის მართვას.

პროგრამის მონაწილე მეწარმეები კი შეძლებენ გაიარონ ტრენინგი ელექტრონულ წიგნიერებაში, მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაცია ელექტრონულ კომერციაში და გაზარდონ თავიანთი ბიზნესი.

ერთ ოჯახს ან/და ერთ მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს პროგრამით ერთჯერადად.

მეწარმე უნდა წარმოადგენდეს საქართველოს რეგიონში მოქმედ ბიზნესს; უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც საწარმო და ჰქონდეს აქტიური სტატუსი; უნდა ჰქონდეს გავლილი ელექტრონული კომერციის კურსი და საქმიანობდეს მაღალმთიან რეგიონში.

მთიან რეგიონებში ინტერნეტის ინსტალაციის ღირებულება 150-დან 300 ლარამდე მერყეობს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ მისამართზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში