საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

წელს ონში მიწისძვრა უკვე მესამედ მოხდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:17 - 22 ივლისი 2019 hits 7784

ონის მუნიციპალიტეტში 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ჟაშქვაში 22:00 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

სოფელი ჟაშქვა ონიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, პიპილეთის თემში, ზღვის დონიდან 1220 მეტრზე.

წელს ონში მიწისძვრა უკვე მესამედ მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ონში 7 აპრილს, 21:37 საათზე დაფიქსირდა. სოფელ ქვედთან ახლოს 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 2 აპრილსაც მოხდა.

რაჭა მაღალი სეისმურობით გამოირჩევა. 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

მაღალი სეისმურობის მიუხედავად, ონში ჰესების კასკადის მშენებლობა და გვირაბების გაყვანა იგეგმება ბურღვა აფეთქების მეთოდით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში