საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთავრობა ხევსურეთში უშუქოდ დარჩენილ ოჯახებს მზის ენერგიის სისტემებს მოუწყობს

18:01 - 28 ნოემბერი 2025 hits 1072
ფოტო „მთის ამბების“ არქივიდან
ახალი ამბები
ფოტო „მთის ამბების“ არქივიდან

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ხევსურეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა უშუქო სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისთვის მზის ფოტოელექტრული სისტემების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. სია 58 ოჯახს მოიცავს და არაზუსტია.

ივანიშვილის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „მთის ამბების“ მიერ, საზღვრისპირა საქართველოს გასანათებლად ხალხის მხარდაჭერით განხორციელებული კამპანიები - გაანათე არჭილო და სინათლე ნიკოსთვის.

მთავრობის განკარგულებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახები ხევსურეთის ისეთ სოფლებშიცაა მითითებული, სადაც ნოემბრიდან აპრილამდე ან მაისამდე, 6-7 თვის განმავლობაში არავინ ცხოვრობს. დოკუმენტი გიორგიწმინდაში, კისტანში, არდოტსა და სხვა სოფლებში ზაფხულობით მცხოვრებ ოჯახებსაც აერთიანებს, რაც კარგია, თუმცა სეზონურად მცხოვრებთა სიაც არასრულია და ზოგიერთი ოჯახი გამოტოვებულია.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, სია „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციას, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მიაწოდეს.

  • გიორგიწმინდა - 6 ოჯახი;
  • ხონისჭალა - 6 ოჯახი;
  • ხახაბო - 3 ოჯახი;
  • კისტანი - 4 ოჯახი
  • არჭილო - 2 ოჯახი;
  • ანდაქი - 1 ოჯახი;
  • არდოტი - 9 ოჯახი;
  • მუცო - 2 ოჯახი;
  • ბახაო - 2 ოჯახი;
  • აკუშო - 2 ოჯახი;
  • ჭალისსოფელი - 1 ოჯახი;
  • ჭიმღა - 1 ოჯახი;
  • ძეძეურთა - 1 ოჯახი;
  • ღული - 2 ოჯახი;
  • ციხისოფელი - 3 ოჯახი;
  • ავენისი - 2 ოჯახი;
  • მჭედლიანთკარი - 2 ოჯახი;
  • მაღაროსკარი (ზემო მაღარო) – 1 ოჯახი;
  • მიგრიაულთა - 2 ოჯახი;
  • დიხჩო - 1 ოჯახი;
  • ბანცური - 1 ოჯახი;
  • ჩადისციხე - 1 ოჯახი;
  • მეჯილაურნი - 1 ოჯახი;
  • დავითურნი - 1 ოჯახი;
  • ტონჩა - 1 ოჯახი.

უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, მზის ფოტოელექტრული სისტემების მოწყობა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ენერგეტიკის განვითარების ფონდს დაევალა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში