საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გავანათოთ არჭილო - კამპანია მარტოკაცებისთვის საზღვრისპირა ხევსურეთში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:18 - 06 სექტემბერი 2024 hits 16594

ქვასაც ადგილზე მოიპოვებენ, ხესაც, თიხას, ქვიშას, ყველაფერს, რაც ტრადიციული წესით მამამაპისეული სახლების აღსადგენად სჭირდებათ და რასაც ბუნება აძლევთ. მამუკა და ამირან ზვიადაურებმა ეგრე გააცოცხლეს არჭილო - საზღვრისპირა ხევსურეთის სულ ბოლო სოფელი, ბევრი წლის განმავლობაში ნასოფლარი რომ იყო და აღარავის გვეგონა, შუა ცეცხლიდან კვამლი ისევ თუ ამოვიდოდა.

„მთის ამბების“ მაყურებელს მცირე წვლილი ამ ეროვნულ საქმეშიც აქვს - მარტოკაცებს ჭერის გადასახურად მასალები თქვენი მხარდაჭერით შევუძინეთ.

არდოტიდან, იქ, სადაც სამანქანო გზა წყდებოდა, ფიცარი ზურგით და ცხენებით აიტანეს არჭილოში. მხოლოდ ერთ ასვლაზე, მდინარის წყალს 18-ჯერ უნდა გარეოდნენ. საფეხმავლო ხიდები ისეა დაზიანებული, ადამიანი უსაფრთხოდ ფეხითაც ვერ გაივლის, არათუ ცხენით.

პირველად სამანქანო გზა რამდენიმე თვეა რაც აქვთ. ბევრი იწვალეს. მიღმახევის სოფლებისთვის სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილ თანხას წლების განმავლობაში აგროვებდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ერთი ტრაქტორი გაეგზავნა და მდინარის ნაპირზე გზა გაეჭრა. გასული წლის სექტემბერში, „მთის ამბების“ დახმარებით სასამართლოსაც მიმართეს, რომ მუნიციპალიტეტისთვის უსაფრთხო გზის მოწყობა დაევალებინა. სარჩელის წარმოებაში მიღებიდან ერთ თვეში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზა სახელდახელოდ გაჭრა.

პირიქითა ხევსურეთში პრობლემებს რა დალევს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ არც შუქი აქვთ და არც კავშირი. საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით დაჰპირდნენ, რომ მზის პანელებს გადასცემდნენ, მაგრამ საქართველოში „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ეს პროექტიც შეჩერდა.

არჭილო რომ გავანათოთ, ვიწყებთ კამპანიას. ვეცდებით, იმდენი თანხა შეგროვდეს, ორივე ოჯახს მზის პანელები ვუყიდოთ.

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი - GE51LB0115195065049003
  • მიმღები - სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი
  • დანიშნულება- #გავანათოთარჭილო
Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში