საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„დედე“ - სვანი გოგონას ამბავი UNESCO-ს სათავო ოფისში აჩვენეს

13:51 - 13 დეკემბერი 2017 hits 10506

პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში, მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედე“-ს ოფიციალური ჩვენება გაიმართა.

მანამდე, ქართველი რეჟისორის ფილმმა აზიურ ოსკარად წოდებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე - ASPA-ზე გაიმარჯვა. „დედე“ იუნესკოს პატრონაჟით დაწესებულ - „კულტურული მრავალფეროვნების“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 

„დედე“ სვანი გოგონას ამბავს აღწერს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც.

ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითაა გადაღებული და უკვე არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში