საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების შესახებ მობილური აპლიკაცია შეიქმნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:03 - 01 მარტი 2018 hits 6405

თოვლის სიმაღლე, ამინდის პროგნოზი, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა, საბაგიროების სამუშაო საათები, აბონემენტის ფასები, ზამთრის აქტივობები და კურორტზე არსებული სხვა სერვისების შესახებ ინფორმაცია უკვე შეგიძლიათ მიიღოთ ახალი აპლიკაციით, რომელიც საქართველოში 4 სამთო კურორტს - გუდაურს, ბაკურიანს, გოდერძის და მესტიას აერთიანებს.

აპლიკაციაში ინტეგრირებული რუკები იძლევა დამატებით ინფორმაციას საბაგიროებისა და სასრიალო გზების რაოდენობის, მდგომარეობისა და ტიპის შესახებ.

აპლიკაციას აქვს ფუნქცია, რომლითაც რეგისტრირებული მომხმარებელი საკუთარი სრიალის დღეების დაფიქსირებას და GPS მონაცემების შენახვასაც შეძლებს.

ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სამაშველო სამსახურის გამოძახებაა, რომელიც ღილაკის მარტივი დაჭერით ხორციელდება.

საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, აღნიშნული აპლიკაცია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და აქტიურად შეუწყობს ხელს ცნობადობის ამაღლებას და ვიზიტორების რიცხვის ზრდას.

მობილური აპლიკაცია მთის კურორტების განვითარების კომპანიისდაკვეთით ავსტრიულმა კომპანიამ „INTERMAPS“-მა შექმნა. კომპანიადღეისთვის მსგავსი აპლიკაცია შექმნილი აქვს 2200 კურორტისთვის, რომლებიც 2,9 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს. დღეიდან კი უკვე ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის და სხვა წამყვან კურორტებს შორის, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებიცფიგურირებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში