საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:42 - 03 ოქტომბერი 2017 hits 6380

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით, 2017 წლის 4 ნოემბერს ჩატარდება რეგიონული კონფერენცია თემაზე: "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მცხეთა – მთიანეთსა და კახეთში".

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ამ რეგიონებში ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

ნაშრომები უნდა იყოს ინდივიდუალურად შესრულებული (მოცულობა 5-10 გვერდის ფარგლებში) და ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას:

  1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
  2. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;
  3. ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;
  4. კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
  5. ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;
  6. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;
  7. მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;
  8. პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

ნაშრომში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში და განხორციელდება.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და მათი ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.

მონაწილეები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, გამარჯვებული ნაშრომი დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები". კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ნაშრომები უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 23 ოქტომბრის ჩათვლით. მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში). ასევე საჭიროა ნაშრომში მიუთითოთ სტრატეგიული მიზანი, რომლის შესრულებასაც ემსახურება აღნიშნული თემა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში