საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რძის მწარმოებელი კოოპერატივების პროგრამაში მეცხვარეებიც ჩაერთვებიან

16:22 - 27 თებერვალი 2017 hits 2169

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მეცხვარეობის დარგის კოოპერატივებიც შეძლებენ. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა.

„სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივი, რომელსაც არანაკლებ 2000 სული ცხვარი ჰყავს, 24-ადგილიან საწველს მიიღებს. აუცილებელი პირობაა თანადაფინანსება. საწველის ღირებულების 30% თვითონ კოოპერატივმა უნდა დაფაროს,“ - განუცხადეს „მთის ამბებს“  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად  შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.acda.gov.ge

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო. სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში აშენდა და პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტდა 9 საწარმო.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა მიიღეს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.



Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში