საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ონის ჰესების კასკადის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:47 - 18 თებერვალი 2017 hits 6783
მდინარე რიონი
ბიზნესი
მდინარე რიონი

რაჭაში, ონის რაიონში, მდინარე რიონზე 200-მეგავატიანი ჰესის - ონის ჰესების კასკადის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყება. ჰესს შპს „ფერი“ თანაინვესტირების ფონდთან ერთად აშენებს.

„ონის ჰესების კასკადის მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ, ზაფხულში დაიწყება. წინასაპროექტო კვლევების ანგარიში უკვე დასრულებულია. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 280-მეგავატიანი ჰესის აშენება. შემდეგ პროექტი შეიცვალა და 180-მეგავატიანი ჰესის აშენება გადაწყდა. წინასაპროექტო კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ოპტიმალური 200-მეგავატიანი ჰესის აშენება იქნება. ჰესს არ ექნება კაშხალი, როგორც ეს თავდაპირველი პროექტით იყო გათვალისწინებული. გარემოს ნაკლები ზიანი რომ მიადგეს, გადავწყვიტეთ, რომ ჰესმა მოდინებაზე იმუშაოს. მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. საქართველოში დღეს არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს შორის ონის ჰესების კასკადი თავისი დადგმული სიმძლავრის სიდიდით მეოთხე იქნება,“ - აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა.  

ჰესის საინვესტიციო ღირებულება 335 მილიონი დოლარია.

ონის ჰესების კასკადის წინასაპროექტო კვლევა გერმანულმა კომპანია „ლა მაიერმა“ ჩაატარა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება კი კომპანია „გამამ“.

შპს „ფერი“ 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ენერგეტიკულ პროექტებზეა ფოკუსირებული. „ფერის“ მიერ არის აშენებული დარიალიჰესი, ლარსიჰესი, ხადორი2 ჰესი, შილდაჰესი და ყაზბეგიჰესი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში