საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბარისახოში წარმოებული დეკას ჩაი დახლებზე 1 თვეში გამოჩნდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:01 - 22 იანვარი 2017 hits 27340

კოპერატივი „არაგველები“, რომელიც დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოშია დაფუძნებული, მთის ველური მცენარეებისგან რამდენიმე სახის ჩაის ამზადებს. „არაგველების“ მიერ წარმოებული დეკას ჩაი თბილისის სუპერმარკეტების დახლებზე, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოჩნდება.

„ამ ეტაპზე სამი სახის ჩაი გვაქვს: „ალპური ლეგენდა“, რომელიც დეკას ფოთლებისგან არის დამზადებული, „ტკბილი სიზმარი“, რომელიც დეკას ფოთლების და პიტნის ნაზავია და „მთის თაიგული“. „მთის თაიგული“ 10 სხვადასხვა მცენარის ნაკრებია. მათ შორის არის: კრაზანა, თავშავა, დეკა, პიტნა, ასკილი, სალბი, ბეგქონდარა, მოცვი და პანტის ჩირი. რამდენიმე თვეში წარმოებაში კიდევ 4 სახის ჩაის ჩავუშვებთ. ძალიან საინტერესო კომბინაციები გვექნება: დეკას ფოთოლი და დეკას ყვავილი, ჟოლო და დეკა, პიტნა და დეკა. ახლა კოლოფების დაბეჭდვას ველოდებით და პროდუქციას თბილისის მაღაზიების ქსელში სავარაუდოდ, ერთ თვეში გავიტანთ. ის ნედლეული, რაც ახლა გვაქვს 2000 კოლოფი ჩაის წარმოებისთვის გვეყოფა. საწარმოს მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დავასრულეთ და ნედლეულის მომარაგება ვეღარ მოვასწარით. გაზაფხულიდან აქტიურ მუშაობას დავიწყებთ და იმხელა მარაგს შევქმნით, რომ ზამთრის განმავლობაში არ გავჩერდეთ. ნედლეულს მოსახლეობისგანაც ჩავიბარებთ და ნელ-ნელა ასორტიმენტს და წარმოებასაც გავაფართოებთ“, - უთხრა mtisambebi.ge-ს კოოპერატივ „არაგველების“ გამგეობის თავმჯდომარე ნათია ფსუტურმა.

1 კოლოფში 50 გრ ჩაი იქნება დაფასოებული. 1 კოლოფი ჩაის ფასი კი 5 ლარიდან დაიწყება.

კოოპერატივმა „არაგველებმა“ მთის ველური მცენარეებისგან ჩაის საწარმო ხაზის შექმნისთვის საჭირო თანხა სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსგან მიიღო. „არაგველებს“ თვეში 10 ათასი ჩაის კოლოფის გამოშვება შეუძლია. კოოპერატივში ამჟამად 7 ადამიანია დასაქმებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში