საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი 26 ივნისს აღარ გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:55 - 24 ივნისი 2021 hits 5686

მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 17 ივლისისთვის გადადო ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი, რომელიც სოფელ ტვიშში 26 ივნისს უნდა გამართულიყო. ფესტივალი გუშინ, რაჭაში, შქმერში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო გადაიდო, რომელსაც ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე ემსხვერპლა.

„ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო და მიგვაჩნია, მორალურად გამართლებული არ იქნება, მისი დაკრძალვის დღეს ფესტივალზე ვიმხიარულოთ. შესაბამისად, ღონისძიება გადაიწევს და 17 ივლისს შევხვდებით. გვინდა, ბოდიში მოვუხადოთ ყველა სტუმარს, ვისაც ჩვენი გადაწყვეტილების გამო გეგმები შეეცვალა, მაგრამ იმედი გვაქვს, გაგებით მოეკიდებით იმ თანაგრძნობას, რასაც გარდაცვლილის ოჯახსა და სამეგობროს ვუცხადებთ. ვეცდებით, ლოდინის რეჟიმი საინტერესო ისტორიებით შეგიმსუბუქოთ და უფრო მეტად მოვემზადოთ იმისთვის, რომ იდეალურად გიმასპინძლოთ“,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების ფაქტს ონის პოლიცია იძიებს. ბაკურაძე შქმერში ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ე.წ. ქვაგახეთქილას მიმდებარე ტერიტორიაზე, კდლის პირას ყოფნისას, მიწა მოწყდა და ხევში გადავარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში