საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საგრანტო კონკურსი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთსა და ზემო იმერეთში მთის ტურიზმის განვითარებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:32 - 11 ივლისი 2020 hits 9925

ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADA) პროექტ „გრეტას“ ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა მდგრადი მთის ტურიზმის განვითარების ინიციატივების (TDI) ხელშესაწყობად. თითოეულ აპლიკანტს აქვს 5 000 დან 50 000 ევროს ოდენობის გრანტის მიღების საშუალება.

პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები. საგრანტო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 860 000 ევროა.

წარდგენილი ადგილობრივი ინიციატივები ხელს უნდა უწყობდეს შემდეგი ამოცანების შესრულებას:

  • არსებული ტურისტული პროდუქტების რაოდენობის და ხარისხის გაზრდა;
  • ახალი და ინოვაციური პროდუქტების და სერვისების შექმნა; ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების განვითარებით;
  • ტურიზმის ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის სერტიფიცირებისა და კონტროლის მიმართულებით;
  • დამატებითი ტურისტული პროდუქტების (მათ შორის გზამკვლევების, სალაშქრო ბილიკების, დამატებითი შემოთავაზებების და ა.შ.) შექმნა;
  • ტურისტული სეზონის გახანგრძლივება;
  • ახალ ბაზრებთან კავშირების დამყარება;
  • ავთენტურობის გაძლიერება;
  • გარემოს შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით საუკეთესო განხორციელებადი
  • ენერგოეფექტური პრაქტიკის გამოყენება;
  • მომსახურების მიწოდება გესთჰაუზებისთვის და სხვა ტურისტული ბიზნესებისთვის;
  • ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც ვიზიტორებს მათ მიერ საქართველოში გატარებულ დროს გაახსენებს;
  • საგანმანათლებლო შესაძლებლობების (პოტენციალის გაძლიერება) შექმნა, რათა მოხდეს საბაზრო მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის არსებული ნაპრალის ამოვსება;
  • ტრენინგების შემუშავება და ჩატარება ტურიზმის სექტორში მოღვაწე ბიზნესებისა და კერძო პირებისთვის.

აქტივობების არასრული სია, რომლებსაც GRETA ტურიზმის ნაწილად მიიჩნევს:

  • მთის ტურიზმი;
  • სათავგადასავლო ტურიზმი;
  • გასართობი ტურიზმი;
  • ზამთრის ტურიზმი;
  • ზაფხულის ტურიზმი;
  • ღვინის და გასტრო ტურიზმი;
  • აგრო ტურიზმი;
  • სუვენირების წარმოება;
  • ტრადიციული ხელობა;
  • საკურორტო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი;
  • კულტურული გზამკვლევები (კულინარული სახელმძღვანელოები, გზამკვლევები ტრადიციების, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის და ა.შ. შესახებ)

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?

ინდივიდუალური მეწარმეები; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები; კოოპერატივები და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში დაფუძნებული მოგებაზე ორიენტირებული სხვა იურიდიული პირები.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში დაფუძნებული სხვა არაკომერციული იურიდიული პირები.

კერძო პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევვაში ან მის შედეგად დარეგისტრირდება იურიდიულ პირად.

აპლიკანტის თანამონაწილეობა შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს და თითოეულ აპლიკანტს აქვს 5 000 დან 50 000 ევროს ოდენობის გრანტის მიღების საშუალება.

მიღებული გრანტით პროექტის განხორციელება შესაძლებელია 6 თვიდან 24 თვემდე. ტურიზმის განვითარების ინიციატივის დასრულების თარიღია 2022 წლის 30 სექტემბერი.

სააპლიკაციო ფორმის შესავსებათ მიყევით ბმულს

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 3 აგვისტო, 18:00 (თბილისის დროით).

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები შემდეგი გრაფიკით:

10.07.2020 – მესტიის მუნიციპალიტეტის ცენტრი / 10:00 სთ

13.07.2020 – ონის საზოგაცოებრივი ცენტრი / 11:00 სთ

14.07.2020 – ამბროლაურის მერიის შენობა / 11:00 სთ

15.07.2020 – ცაგერის მუნიციპალიტეტის შენობა / 11:00 სთ / ლენტეხის მუნიციპალიტეტის ცენტი / 15:00 სთ

16.07.2020 – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მეტია / 11:00 სთ

17.07.2020 - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია / 11:00 სთ / ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია 15: 00 სთ

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თამარ ჭელიძეს, ტურიზმის პროექტის მენეჯერს GRETA, 591 44 83 02, ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

GRETA მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიანი პროექტია, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში