საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

PIN აცხადებს საგრანტო კონკურსს არაგვის ხეობის თემებისთვის 3 000-დან 35 000 ლარამდე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:12 - 12 ნოემბერი 2019 hits 17048

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არაგვის თემთა მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ აცხადებს საგრანტო კონკურსს. პროექტები უნდა განხორციელდეს პირაქეთა ხევსურეთში, გუდამაყარსა და ფშავში. „ფიფლ ინ ნიდ“-სგან მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს 3 000-დან 35 000 ლარამდე. გამონაკლის შემთხვევებში ორგანიზაციას შეუძლია განიხილოს გრანტის ოდენობა 100 000 ლარამდე.

საგრანტო კონკურსის მიზანია, სამიზნე თემებში ცხოვრების სტანდარტის და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პრიორიტეტული სექტორებია: ტურიზმის განვითარება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის; სოფლის მეურნეობის განვითარება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის; სოფლის განვითარების სხვა აქტივობები, რომლებიც პირდაპირ უწყობენ ხელს ან ქმნიან ხელსაყრელ გარემოს ზემოთხსენებული სექტორების განვითარებისთვის.

კერძოდ: საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობა და/ან გაუმჯობესება სამიზნე მიმართულებებით; ახალი, ინოვაციური და უსაფრთხო ტურისტული სერვისების შექმნა ან გაუმჯობესება (ცხენოსნობა, ჯომარდობა (რაფტინგი) ველოსიპედების გაქირავება და სხვა); ტრადიციული რეწვის და ხელოსნობის/ხელნაკეთი ნივთების წარმოება ბიზნესის მიზნებისთვის; ტურიზმის, საფეხმავლო/სალაშქრო ბილიკების საინფორმაციო სერვისები; მომსახურებები, რომლებიც დააკავშირებს გუდამაყრის, ხევსურეთისა და ფშავის ტურისტულ პოტენციალს; კვების მომსახურების ობიექტები, სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესაბამისად; საკვები და არასაკვები პროდუქციის წარმოება; აღჭურვილობა პირუტყვის კვების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის ან საკვების წარმოებისთვის, სათიბი აღჭურვილობა (სათიბ/საჭრელები, თივის დამფასოებელი/საპრესი და ა.შ.); პირველადი პროდუქციის გადასამუშავებელი, შესანახი ან შესაფუთი დანადგარები/აღჭურვილობა, წარმოების პროდუქტიულობის გასაზრდელად ან გასაუმჯობესებლად (თაფლი, რძის ნაწარმი და ა.შ.); ვეტერინარული ან/და სოფლის მეურნეობის ექსტენციის სერვისები; ნარჩენების მართვა; სხვა ინოვაციები რომელიც ზემოთ აღნიშნულ სფეროებს შეეხება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს (რეგისტრირებულ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს ოპერატორებს, ფიზიკურ პირებს, გრანტის მიღების შემთხვევაში მეწარმედ დარეგისტრირების პირობით), არასამთავრობო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებს.

კონკურსისთვის სამიზნე სოფლებია:

ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეული - მენესო უბანი, ქვემო ხორხი, ლაუშა, სწროფავი, სონდისველა, ნეძიხი, გუდრუხი, თვალივი, ხარტიშო, ხირაუშა.

გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული - კიტოხი, ათნოხი, ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, ბურსაჭირი, გამსი, დიდებაანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანაანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი.

მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეული - მაღაროსკარი, გომეწარი, ჩარგალი, ქალილო, კუჭეჭა, კანატია, ხილიანა, წიფრანი, საშევარდნო, შარახევი, მიგრიაულთა, გუდარახი, აფშო, ინო, ხომი, კაწალხევი, არბაჩხანი.

უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეული - შუაფხო, ახადი, ბეტისჩრდილი, ბინდაურთა, გოგოლაურთა, თხილიანა, მათურა, მუქო, უკანაფშავი, უძილაურთა, ცაბაურთა, ჭიჩო, ხოშარა.

ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეული - ბარისახო, კორშა, მოწმაო, დათვისი, გველეთი, ჩირდილი, ბუჩუკურთა, აჭე, აკუშო, ქობულო, ჭალისსოფელი, ბოგჩვილო, ღელისვაკე, როშკა, ბლო, წინხადუ, ზეისტეჩო, ატაბე, ბაცალიგო, აყნელი, ღული, ჭიე, გუდანი, ჭორმეშავი, ბისო, ხახმატი, კარწაულთა, უკანახო, უკანხადუ, მაღრაანი, ოხერხევი, ქმოსტი, ჩხუბა, ძეძეურთა.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდეთ ცხელ ხაზზე - 599 85 31 81, რომელიც იმუშავებს 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. კონსულტაციები გაიცემა 13 - 21 ნოემბერს (განაცხადების მიღების პარალელურად). განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი (ფიზიკურად დაბეჭდილი ვერსია - დალუქულ კონვერტში - გამარტივებული ხელმისაწვდომობისთვის განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ადგილებზე: თბილისი, ბარისახო, გუდამაყარი, ფშავი, სოფ. ჩინთი); განაცხადების შეფასება, მათ შორის საველე ვიზიტები და გასაუბრებები გაიმართება 22 - 27 ნოემბერს. შედეგების გამოცხადება და გრანტიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით.

მეტი ინფორმაცია და მიმაგრებული დოკუმენტები ნახეთ აქ

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში