საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაისვენე მთაში „მთის ამბებთან“ ერთად - ვუერთდებით კამპანიას #დაისვენესაქართველოში

15:04 - 23 ივნისი 2019 hits 19098
ტბათანა, თუშეთის ნასოფლარი - პანკისის სათემო რადიოს ფოტო
ბიზნესი
ტბათანა, თუშეთის ნასოფლარი - პანკისის სათემო რადიოს ფოტო

თუ შენც ფიქრობ, რომ წლევანდელი ზაფხული პუტინის ემბარგოს გამო საქართველოში უნდა გაატარო, დაეხმარო ადგილობრივ ტურიზმს და საკუთარი ქვეყანაც უკეთ გაიცნო, #წამომთაში.

მთა, რომელიც ოდითგანვე ქვეყნის საზღვარსაც იცავდა და ღირსებასაც, დღესაც ისეთ თავგადასავლებს დაგახვედრებს, სხვაგან რომ ვერ ნახავ.

ვაჟას გზით ჩარგლიდან ივრის ხეობაში; საქართველოს თავისუფლებისთვის ღალატით მოკლული მიხა ხელაშვილის სოფელში; გუდამაყრელი დედაკაცების სახნავ-სამკალზე; ხახაბოს მცველთან - 79 წლის მარიამ მინდიკაურთან; ქეთოსთან - მუცოს კოშკების პატარა პრინცესასთან; არდოტელების სამოთხეში ნიკო არდოტელთან; თუშეთის სოფლებში - თუშნი ბუდეს მოწყვეტილი მერცხლებივით რომ დაფანტულან; ცადაწვდენილი კლდეებით გარშემორტყმულ და ხევსურული დიალექტით მდიდარ არხოტში; თრუსოს ხეობაში - სადაც თერგი ჯერ კიდევ რბის და ღრიალებს; რაჭაში, გათითოკაცებულ სოფლებში სტუმრის დანახვა ყველაზე მეტად რომ უხარიათ და აიმედებთ; სვანეთში - „კლდის ვეფხვის“ ნაკვალევზე - მთა ყველგან გიხმობს!

„მთის ამბები“ შეგარჩევინებს:

✅ სასურველ ადგილებს, რომ ხელსაყრელ ფასში კარგად დაისვენო;

✅ მარშრუტებს;

✅ სერვისებს (მასპინძელს - საოჯახო სასტუმროს, მთის ტრადიციულ სამზარეულოს; უსაფრთხო ტრანსპორტს; ცხენებით მომსახურების სერვისს; კვალიფიციურ ადგილობრივ საფეხმავლო და სამთო გიდებს).

✅ გაგაცნობთ „მთის ამბების“ გმირებს, რომლებიც თავისი კუთხეების შესახებ საინტერესო ამბებს მოგიყვებიან.

მოგვწერე ჯგუფში წამო მთაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში