საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თინათინ მოსიაშვილი

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

ლეილა აჭიშვილი – გზა ჩეჩნეთიდან პანკისისკენ და სირიაში ქალი მთაში

ლეილა აჭიშვილი – გზა ჩეჩნეთიდან პანკისისკენ და სირიაში

„90-იანი წლების დასაწყისში ჩემი ქმარ-შვილით გროზნოში ვცხოვრობდი. ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ეკონომიკურადაც ძლიერად ვიყავით. ერთ დღეს ჯოხარ დუდაევის, ჩეჩნეთის მაშინდელი პრეზიდენტის მიმართვა გავრცელდა: ყველანი სასწრაფოდ მიტინგზე გამოდითო.

ლიქოკის ხეობას ბოლო ოჯახიც ტოვებს საზოგადოება

ლიქოკის ხეობას ბოლო ოჯახიც ტოვებს

ეს ჩემი წინაპრების სოფელია, აქედან არის წასული ყველა ლიქოკელი. არ მინდოდა მამაპაპისეული კერა გამეციებინა, დავბრუნდი და 10-12 წელია მარტო ვცხოვრობ ოჯახით. მომავალი ზამთრისთვის, ალბათ მეც წავალ. ადრე ავუდიოდით, მაგრამ ბოლო დროს ძალიან გაძნელდა აქ ყოფა.

რას სთხოვს პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმი ხელისუფლებას საზოგადოება

რას სთხოვს პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმი ხელისუფლებას

უკვე წლებია, მიხა ექიმი, ზამთარ-ზაფხულ, თითქმის გაუსვლელად ცხოვრობს შატილში და მთაში დარჩენილთა თუ მესაზღვრეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი - ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, ორი უმცროსი ჯერ კიდევ სკოლაში დადის. ის ფაქტი, რომ ხეობაში ეგულებათ სანდო და…

ანა ოჩიაური – არხოტიონთა ტრადიციის გამგრძელებელი ქალი მთაში

ანა ოჩიაური – არხოტიონთა ტრადიციის გამგრძელებელი

თავად არხოტიონია. მისი წინაპრები ახიელიდან იყვნენ. მერე მთიელები იძულებით ბარში ჩამოასახლეს და ის უკვე ბარში გაიზარდა, ბაზალეთთან. 1989 წელს უნივერსიტეტი რომ დაასრულა, ბევრი არც უფიქრია, სამუშაოდ მშობლიურ არხოტში წავიდა. პერიოდი იყო ისეთი, ბევრი ცდილობდა, ეროვნული საქმე ეკეთებინა: მთაში და სოფლებში…

„მარტო საზღვარს კი არ ვიცავთ, მთა და ხევსურეთი დაცლას გადარჩა“ საზოგადოება

„მარტო საზღვარს კი არ ვიცავთ, მთა და ხევსურეთი დაცლას გადარჩა“

სასაზღვრო პოლიციაში ფრენისა და როტაციის დღეა. 7 საათიდან მესაზღვრეები აეროდრომზე იკრიბებიან. შვეულმფრენები გაფრენისთვის მზად არის. 8 საათზე ჯერ ჩვენი, „მირ-8“ იღებს გეზს. მეორე „სუპერ-პუმაც“ თრუსოს ხეობისკენ მიფრინავს. ბევრი რამ არის გადასატანი სასაზღვრო პუნქტებზე, ამიტომ ორი ეკიპაჟის გასვლაა საჭირო.

ჯავახეთს შერჩენილი სულისთვის მებრძოლები – რეპორტაჟი გორელოვკიდან საზოგადოება

ჯავახეთს შერჩენილი სულისთვის მებრძოლები – რეპორტაჟი გორელოვკიდან

კვირა დღეს ტატიანა ოსლოპოვა 6 საათზე დგება. ჯერ საქონელს უნდა მიხედოს, მერე თავად მოწესრიგდეს და სახლიდან გასასვლელად მოემზადოს. სადღესასწაულო ტანსაცმლის ჩაცმას, ვარცხნილობისა და თავსაბურავის გაკეთებას ნახევარი საათი მაინც სჭირდება. მისი სახლიდან „ობლის სახლამდე“ დაახლოებით 15- 20 წუთის სავალია.

ძიუდოს სკოლა ბარისახოში – მესაზღვრე მასწავლებელი, ერთი გოგონა და ოცდაოთხი ბიჭი სპორტი

ძიუდოს სკოლა ბარისახოში – მესაზღვრე მასწავლებელი, ერთი გოგონა და ოცდაოთხი ბიჭი

ანანო ჭინჭარაული ერთადერთი გოგონაა, რომელიც ბარისახოს ძიუდოს სკოლაში ჭიდაობა ძიუდოში ვარჯიშობს. ადრე მისი დაც ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ სკოლა მიატოვა. ერთი გოგონა და 24 ბიჭი - ეს ხევსური ბავშვები დათო ქერაულის მოსწავლეები არიან.

ფიქრია ჩაბაიძე – ყანობის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ქალი მთაში

ფიქრია ჩაბაიძე – ყანობის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი

ფიქრია ჩაბაიძე 28 წლისაა და ის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის დაწყებითი სკოლის მასწავლებელია. ახლა დეკრეტშია, რადგან ხუთი თვის ანასტასია ჰყავს და კიდევ სამი უფროსი შვილი: 5 წლის ბარბარე, 4 წლის გიორგი და 2 წლის თორნიკე. სამივე მათგანი და მათზე უფრო…

21 წლის მესაზღვრე არხოტიდან საზოგადოება

21 წლის მესაზღვრე არხოტიდან

27 მარტს 22 წლის ხდება, თუმცა დაბადების დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ვერ აღნიშნავს. შარშანდელის მსგავსად, მესაზღვრეების გარემოცვაში იქნება. გასულ წელსაც ამ დღეს არხოტში იყო, 20 წლის გადავიდა და უკვე 21 წლის დაბრუნდა შინ. მარტის ბოლომდე ახლაც არხოტში იქნება, „ტანიეს“ საგუშაგოზე…

„უბედურ დღეშია ცხვარ-მეცხვარე“ - რეპორტაჟი შირაქიდან ბიზნესი

„უბედურ დღეშია ცხვარ-მეცხვარე“ - რეპორტაჟი შირაქიდან

52 წლის ივანე შამშალაიძე წლების წინ, სამხედრო სამსახურის დასრულების მერე წავიდა ცხვარში და მას მერე აღარ უღალატია ამ საქმისთვის, 30 წელია მეცხვარეა. წელიწადში ერთი თვე თუ არის შინ, დანარჩენ დროს, ზამთარ-ზაფხულ, დარსა თუ ავდარში, იალაღზეა. ადრე თავისი ცხვარიც ჰყავდა, ახლა…

გვერდი 2 სულ 5
თავში