OSGF-ის მხარდაჭერით, ზემო სვანეთში სათემო რადიო შეიქმნება
16:19 - 19 აგვისტო 2020„ხოჩა ლადაღ. ისგვეი ცახან არი რადიო ლილეო“, - უჩვეულო ამბავია ზემო სვანეთში, ხის ერთ პატარა კოტეჯში ახალგაზრდები რადიოსტუდიას აწყობენ, საიდანაც მალე ხმას მესტიის მუნიციპალიტეტის 160-მდე სოფელს გააგონებენ. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ზემო სვანეთში სათემო რადიო იქმნება.