არხოტის იმედი - 26 წლის იმედა ნაროზაული, რომელიც საზღვრისპირა ხეობაში დამკვიდრდა
20:50 - 17 ოქტომბერი 2020სამი თვის იყო, პირველად არხოტის სამიათასმეტრიან უღელტეხილზე რომ გადაიყვანეს ზურგზემოკიდებულ ხურჯინში ჩასმული. 2 კლასი ახიელას დაწყებით სკოლაში დაამთავრა. სკოლის დახურვის შემდეგ ნაროზაულების ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად ქალაქ რუსთავთან ახლოს, სოფელ გამარჯვებაში გადასულიყო. საზაფხულო არდადეგების დაწყებისთანავე, წელთგზით არხოტში გადადიოდა და იქ…