საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის კიდობანი“ - ცხვარი „დუშაშა“, დომინოს ტურნირიდან - თბილისის ზოოპარკში

12:46 - 04 ოქტომბერი 2017 hits 18328

თბილისის ზოოპარკში, ნიამორების ვოლიერთან თუ ჩაივლით, ნიამორების, ფაფრიანი ცხვრებისა და ჯიხვის გვერდით, სრულიად ჩვეულებრივ და ამავდროულად განსაკუთრებულ ცხოველსაც მოკრავთ თვალს.

„დუშაშა“ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ცხვარს ჰგავს, თუმცა „ქუდბედიანია“ - დღეს თუ შორეულ ნათესავებთან ერთად, მისთვის კომფორტულ გარემოში ბინადრობს, დაახლოებით ერთი წლის წინ გამართულ დომინოს ტურნირზე - მთავარი პრიზი იყო და „ბეწვზე გადარჩა“.

„დომინოს ტურნირის გამარჯვებულმა გადაწყვიტა არ დაეკლა და ზოოპარკს ჩააბარა. მეტი „მომხიბვლელობისთვის“, გვერდზე დომინოს ქვა - ორი ექვსიანი, ანუ „დუ-შაში“ ჰქონდა გამოხატული, შესაბამისად, სახელიც ასეთივე დარჩა - „დუშაშა“.

„დუშაშა“ საკმაოდ მეგობრული და კომუნიკაბელური ცხოველია და დღეს მასავით მთის ბინადარ ჩლიქოსნებთან ერთად ცხოვრობს. „ბიძაშვილებთანაც“ კარგად გრძნობს თავს, თუმცა რომ არ მოიწყინოს, მალე შესაძლოა ახლო მეგობარიც მოუყვანონ.

Mtisambebi.ge-სა და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი - „მთის კიდობანი“

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. გადაცემის ვიდეოჩანაწერი mtisambebi.ge–ზე ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, მისი მოსმენა კი პანკისის სათემო რადიოს ეთერით ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში